logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო: ჩვენი შემდეგი ამბიცია MAP-ის მიღებაა
- +

10 მარტი. 2018. 18:29



ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინა ასპირანტ ქვეყნად ოფიციალურად აღიარა. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ ქვეყნის მიზანი ახლა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებაა.


„მივესალმები მნიშვნელოვან და ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი ხანი ველოდებოდით. NATO-მ დააფასა უკრაინის ამბიციები ალიანში გაწევრიანების გზაზე", - წერს პოროშენკო სოციალურ ქსელში.


უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ თემაზე NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ - მაიკ პენსთან ჰქონდა საუბრები.


„მშვიდ დიპლომატიას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებით ჩვენი პრინციპული პოზიციების წინ წამოწევას ხელშესახები შედეგი მოაქვს", - აცხადებს პოროშენკო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner