logo_geo
eng_logo
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
- +

11 მარტი. 2018. 02:44



დიდმარხვის მესამე კვირა დღეს, ხვალ, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საკვირაო წირვას ხვალ, 10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს.


ჯვრის თაყვანისცემასთან დაკავშირებით ხვალ წირვის დროს საკურთხევლიდან სასულიერო პირები ყვავილებით შემკულ ჯვარს გამოაბრძანებენ, რომლის ტაძარში დაბრძანების შემდეგ მრევლი სამჯერ მეტანიას ასრულებს.


პატიოსნისა და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანისცემას მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის შუა პერიოდში აღნიშნავს, რათა ჯვრის შემწეობითა და ძალით მშვიდობით მოხდეს მარხვის დასრულება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner