logo_geo
eng_logo
ინგა ბერიკაშვილი: მხარს ვუჭერ პრემიერს!
- +

10 მარტი. 2018. 19:53



„პრემიერმა გადადგა ძალიან საჭირო ნაბიჯი, რთულ ვითარებაში!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დარწმუნებული ვარ, ეს ადვილი არ იყო არც მისთვის და არც ჩვენთვისაა ადვილი ამისი მიღება. (პირადად მე 2012 წელსვე მინდოდა ამ შინაარსის განცხადებით მიმართვა).

 

ეს არის სახელმწიფოებრივად გამართლებული, იმ გლობალური პოლიტიკის ფონზე, რომელიც დღეს ახლიდან ნაწილდება მსოფლიოში!

 

ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის მშვიდობის გარანტი, რაც არ უნდა გამაღიზიანებლად ჟღერდეს, რუსეთია და ამას მტკიცებაც არ უნდა, ნათლად გამოჩნდა ეს 2008 წლის ომში და ათეული წლების მანძილზე!

 

იმ ფონზე, როდესაც თვით ამერიკა საუბრობს თანამშრომლობაზე რუსეთთან უსაფრთხოების კუთხით, უვიცობაა დიალოგზე იმის ძახილი, რომ ვინმე რუსეთუმეა, ან პრორუსული, ამის აჟიტირებას მხოლოდ ქვეყნის მტრები ახდენენ.

 

დიახ, ეს სტრატეგიულად, დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის ჭრილში და საქართველოს ურთულესი მდგომარების ფონზე, ყველაზე სწორი სვლაა და საზოგადოება მხარს უნდა ვუჭერდეთ რუსეთთან პირდაპირ დიალოგს, არანაირი მესამე პირების მეშვეობით!

 

როდესაც ქვეყანა გადის ბეწვის ხიდზე და დღის წესრიგში ყოფნა არყოფნის საკითხი დგას, როდესაც ადამიანის სიცოცხლე ეწირება ათეულობით, ჩვენი ვალია, გამოვნახოთ უფრო მშვიდობიანი და სწორი გზა ქვეყნის გადასარჩენად!

 

დიდი მადლობა ბატონო გიორგი ამ გაბედული ნაბიჯისთვის. სწორედ ესაა სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა ეთანხმება და დღეს აშკარად გამოჩნდა!

მე მხარს ვუჭერ საქართველოს პრემიერს!" - წერს ინგა ბერიკაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner