logo_geo
eng_logo
ბათუმის ბულვარში მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადმოვარდა
- +

10 მარტი. 2018. 21:19



ბათუმში, ბულვარში მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადმოვარდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


როგორც „ინტერპრესნიუსს" ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.


ექიმების ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.


სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner