ბათუმში, ბულვარში მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადმოვარდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს" ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.