ფედერაციის საბჭომ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
ოკუპირებულ აფხაზეთთან შეთანხმება 2015 წლის 20 თებერვალს, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთთან 2014 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა.
შეთანხმება ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნას და სამხედრო-სამედიცინო ბაზაზე რუსი, აფხაზი და ოსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს.