logo_geo
eng_logo
ბაჩუკი გვანცელაძე: ცოტნე გამსახურდიამ 3 ტყვია მესროლა!
- +

11 მარტი. 2018. 02:05



საქართველოს პირველის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პირადი მცველი ბაჩუკი გვანცელაძე „რუსთავი 2"-თან სიუჟეტში აცხადებს, რომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მოთხოვნით, ცოტნე გამსახურდიამ მას 3 ტყვია ესროლა.


გვანცელაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდიას სიკვდილიდან მალევე, გროზნოში, პირად მცველთან სახლში, მანანა არჩვაძე გამსახურდია შვილთან, ცოტნე გამსახურდიასთან ერთად მივიდა და გვანცელაძეს სთხოვდა, პრეზიდენტის მკვლელად მაშინდელი პრემიერი, ბესარიონ გუგუშვილი დაესახელებინა. უარის მიღების შემდეგ კი, გვანცელაძის თქმით, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ შვილს დაავალა, რომ მისთვის ესროლა.

 

„მოვიდა ქალბატონი მანანა და ცოტნე. მაშინ ცოტნე პატარა იყო. ქალბატონი მანანა ცოტნეს ეუბნება ასეთ სიტყვებს - შენ მე მაგის გულისთვის წამოგიყვანე აქო? ცოტნეს ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები. ადამიანს ასროლინა ჩემზე, სამი ტყვია მომარტყა", - განაცხადა ბაჩუკი გვანცელაძემ.


 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner