logo_geo
eng_logo
ბრიტანეთმა შესაძლოა, „მაგნიტსკის აქტის“ მსგავსი კანონი მიიღოს
- +

11 მარტი. 2018. 12:14




The Daily Telegraph-ის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა, „მაგნიტსკის აქტის" მსგავსი კანონი მიიღოს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის იმ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევებთან აქვთ კავშირი, სანქციები დაუწესდებათ.


გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ემბერ რადმა „მაგნიტსკის აქტის" ბრიტანული ანალოგის მიღების გეგმა უკვე შეათანხმეს.


ინიციატივა დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლამდე გაჩნდა. კანონის მიღებას ლეიბორისტული პარტია და კონსერვატორების დიდი ნაწილი უჭერს მხარს. როგორც პარლამენტარმა რიჩარდ ბენიონმა განაცხადა, ამგვარი კანონის მიღებით დიდი ბრიტანეთი გაუგზავნის მკაფიო სიგნალს ყველას, ვისაც კავშირი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევებთან.


„მაგნიტსკის აქტი" მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დოკუმენტს 2012 წლის დეკემბერში მოაწერა ხელი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner