კომპანია „ფრეგო" თავის ერთგულ მომხმარებელს სააღდგომო ფასდაკლებას სთავაზობს, 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, მხოლოდ 5 დღე - 5-თეთრიანი ფასდაკლება „ფრეგოს" ორ ძირითად პროდუქტზე - პრემიუმი და ევრო რეგულარი.
ფასდაკლება იმიქმედებს „ფრეგოს" 3 ავტოგასამართ სადგურზე, რომლებიც მდებარეობენ ქალაქიდან გამსვლელ მაგისტრალზე: დიდი დიღომი, მე-13 კილომეტრი; ისანი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია); ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი 247.
კომპანიამ 2013 წლის მარტში დაიწყო ოპერირება და დღეს უკვე 20 ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს ფლობს. „ფრეგო" მომხმარებლებში საუკეთესო ფასისა და ხარისხის გამო გახდა პოპულარული და ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელს ემსახურება როგორც საცალო, ისე საბითუმო კუთხით.