ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ქვეყნის უვადო მმართველად დაინიშნა. გადაწყვეტილებას მხარი ჩინეთის ეროვნულმა სახალხო კონგრესმა დაუჭირა. 2,964 დელეგატიდან ხმა წინააღმდეგ მხოლოდ ორმა მისცა, სამმა კი თავი შეიკავა.
სი ძინპინი, ჩინეთში მაო ძედუნის შემდეგ ყველაზე გავლენიანი ლიდერია, რომელსაც ახლა შესაძლებლობა ექნება დარჩეს ხელისუფლების სათავეში მანამ, სანამ თავად სურს.
სი ძინპინის უვადო მმართველობას მხარი უკვე დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. CNN-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, მან შეაქო პრეზიდენტი გადაწყვეტილებისთვის „გახდეს სამუდამო პრეზიდენტი" და გარდა ამისა გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-შიც იგივე რეფორმის გატარება არ იქნებოდა ურიგო.