logo_geo
eng_logo
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ტერორისტული აქტი აღკვეთა
- +

11 მარტი. 2018. 16:25



სარატოვის ოლქში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) ტერორისტული აქტი აღკვეთა.


„რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სარატოვის ოლქში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ტერორისტული აქტი აღკვეთა, რომელსაც ტერორისტული ქსელის წევრები გეგმავდნენ", - ნათქვამია ФСБ-ს განცხადებაში.


უწყებაში აღნიშნეს, რომ დღეს დამნაშავეების დაკავებისას მათ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.


დაკავების შედეგად ამოღებულია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ასევე ТТ-ს და Макаров-ის ტიპის იარაღი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner