სარატოვის ოლქში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) ტერორისტული აქტი აღკვეთა.
„რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სარატოვის ოლქში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ტერორისტული აქტი აღკვეთა, რომელსაც ტერორისტული ქსელის წევრები გეგმავდნენ", - ნათქვამია ФСБ-ს განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ დღეს დამნაშავეების დაკავებისას მათ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.
დაკავების შედეგად ამოღებულია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ასევე ТТ-ს და Макаров-ის ტიპის იარაღი.