logo_geo
eng_logo
ლალი ბადურაშვილი: ჩვენს ქვეყანას თამარ მეფე სჭირდება, მაგრამ სად არის...
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

15 თებერვალი. 2016. 18:23


იზრდება თუ არა საქართველოში პრორუსული განწყობები და რა არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველომ? ამ კითხვებზე „რეპორტიორს" მსახიობი ლალი ბადურაშვილი პასუხობს.


„ჩემი აზრით, საქართველოში პრორუსული განწყობები ნამდვილად იზრდება. თუმცა, არ ვეთანხმები მოსაზრებებს, რომ „ქართულ ოცნებაში" საბჭოთა მენტალიტეტია. ახლა არ ვიცი, რა ჭკუაზე არიან კოალიციაში, მაგრამ დააკვირდით, ვინ არიან იქ, სულ პროდასავლური ძალები... ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი ვისზე შეაჩერა? - პროდასავლური განწყობების მქონე ადამიანებზე... თავის დროზე ალასანიაზე, (ახლა არ ვიცი, ვის ან რას ებრძვის), მაგრამ ალასანია სრულიად ამერიკული კადრია. რესპუბლიკელები, კონსერვატორები და ა.შ... პარლამენტში თავისით ვერც ერთი ვერ გავიდოდა, რომ არა ბატონი ბიძინა. რანაირად შეიძლება „ოცნებაში" საბჭოური მენტალიტეტი იყოს, როდესაც მთლიანად პროდასავლური განწყობაა...

 

საქართველომ არჩევანი კი არ უნდა გააკეთოს, საქართველომ ისე უნდა იმოძრაოს, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. ჩემი ერთი ქალური გადმოსახედიდან, ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოს თავის თამაშს მარტო არავინ ათამაშებს... როცა ასეთი უზარმაზარი ქვეყნები შენს გარშემო თავს იკლავენ, იბრძვიან... ჩემთვის და თქვენთვის ხომ არა? - ყველას ტერიტორია უნდა. ამიტომ შენ უნდა გეყოს იმდენი ტვინი, რომ ხახაში არ ჩაუვარდე, თავი არ დააგლეჯინო და შენი ქვეყნისთვის მაქსიმუმი გააკეთო. ამიტომ ძალიან ჭკვიანი და ძლიერი მთავრობა გვჭირდება... ზოგადად ჩვენს ქვეყანას თამარ მეფე სჭირდება, მაგარამ სად არის... - აცხადებს ლალი ბადურაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner