ავტორი ალა გრიგალაშვილი
„სააკაშვილის არის მსოფლიო მასშტაბის პროფესიონალი ცრუპენტელა", - ამგვარად აფასებს ია მეტრეველი „რეპორტიორთან" საუბრისას მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში არჩევნებს მოიგებს.
ფონდ „ქომაგის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ საააკშვილი არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვა.
„ის ამ განცხადებით წინასაარჩევნოდ სტიმულს აძლევს თავის მომხრეებს, მოსახლეობის იმ 10 %-ს, რომელიც მას მხარს უჭერს. სულ რომ სამოქალაქო ომი დასჭირდეს სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებას ქვეყნის სათავეში, ამას არ დაუშვებს ქართველი ერი. მონღოლებს და მურვან ყრუს არ გაუკეთებია ისეთი რამ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დამართა ქვეყანას. ხალხს დავიწყებია კი არა, ჭრილობებიც არ მოუშუშებია იმ ჯოჯოხეთიდან, რაც გამოირა 9 წლის განმავლობაში. ხელისუფლებაში დაბრუნება დიდი ოცნებაა, რომელიც არასდროს ასრულდება, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს ხალხი, მაგრამ სააკაშვილს და მის რეჟიმს არავინ დააბრუნებს საქართვლოში", - აცხადებს მეტრეველი.
მეტრეველი არ გამორიცხავს, ნაციონალურმა მოძრაობამ დესტაბილიზაცია მოაწყოს.
„არ გამიკვირდება ამ პარტიისგან დესტაბილიზაციის მოწყობა. ყველა მეთოდს მიმართავენ, ამიტომ რთული პერიოდი იქნება საარჩევნოდ. ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან მობილიზებული. სახელმწიფოს უნდა შესწევდეს უნარი, აღკვეთოს ეს ჩანაფიქრები. მითუმეტეს ვიცით, არაერთი ჩანაწერი გაავრცელა „ვიკილიქსმა", რასაც აპირებენ. თუ მთავრობა ვერ გაართმევს თავს, მაშინ ხალხი იმოქმედებს", - განუცხადა „რეპორტიორს" ია მეტრეველმა.