logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ვუყურებ გნიასს, რომელიც „ნაცებმა“ და „ევრონაცებმა“ ატეხეს და...
- +

11 მარტი. 2018. 17:15



თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე პრემიერ-მინისტრის რუსეთისადმი მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვუყურებ ამ გნიასს, რომელიც „ნაცებმა" და „ევრონაცებმა", ასევე სხვადასხვა გაუგებრობაში მყოფმა ადამიანებმა ატეხეს კვირიკაშვილის განცხადების გამო და სრულიად ვეთანხმები პატრიარქის განწყობილებას საქართველოს მომავლის შესახებ.

 

თურმე რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში თუ უჩივლებ შეეშინდება და მოკურცხლავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ან კიდევ თითქოს საქართველოს მთავრობას ვინმე ნებას დართავს რუსეთთან აწარმოოს მოლაპარაკება. ეს უსირცხვილო აგენტურა.

 

მათი ამოცანა ისაა, რომ არ დაუშვან საქართველოს და რუსეთს შორის მოლაპარაკების დაწყება, ვინაიდან ეს კატეგორიულად არ აწყობს არც დასავლეთს და არც ჩვენს სამხრეთელ მეზობელს, სომხეთს, რომელიც აქტიურად ცდილობს „დიდი სომხეთის" ავადმყოფური იდეის განხორციელებას. ამიტომაც ყეფენ ასე. ცდილობენ ახალი ხორცის ნაჭრები გამოსტყუონ პატრონებს. მოკლედ, საქართველოს ისტორია გრძელდება", - წერს სოსო მანჯავიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner