logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ეი, NATO, სად ხარ? ნუთუ თურქეთი NATO-ს წევრი არ არის?
- +

11 მარტი. 2018. 17:23



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა NATO გააკრიტიკა იმის გამო, რომ ალიანსი თურქეთს მხარს არ უჭერს სირიაში მიმდინარე ოპერაციაში.


„ეი, NATO, სად ხარ? ჩვენ ამდენს ვიბრძვით. NATO, ნუთუ თურქეთი NATO-ს წევრი არ არის? სად ხარ?", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ მერსინში სიტყვით გამოსვლისას.


თურქეთის ლიდერის თქმით, NATO-ს წევრმა თურქეთმა თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტის ზონებში გააგზავნა, როდესაც მას ეს სთხოვეს, თუმცა სანაცვლოდ თურქეთს მხარდაჭერა არ მიუღია.


NATO-ს წევრი ქვეყნები თურქეთის მხარდაჭერას არ იჩენენ „ზეთისხილის ტოტის" ოპერაციის ფარგლებში და უფრო მეტიც, ანკარას ქმედებებს სირიაში ეწინააღმდეგებიან", - აღნიშნა ერდოღანმა.


თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის მიზანი რეგიონში ტერორიზმის აღმოფხვრაა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner