გერმანიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი აცხადებს, რომ გერმანია კრიმინალების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას გაატარებს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
მინისტრმა თავშესაფრის მინიჭებისა და თანმიმდევრული დეპორტაციის პროცედურების დაჩქარების გენერალური გეგმის შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, ის აღნიშნული გეგმის განხორციელებას თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნისთანავე შეუდგება.
„რეპატრიაციების რიცხვი მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, განსაკუთრებით კი დამნაშავეებისა და პოტენციური ქურდებისთვის, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ", - აღნიშნა ზეეჰოფერმა.
ამავე დროს, გერმანიის ახალმა შს მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიას სურს დარჩეს კოსმოპოლიტურ და ლიბერალურ ქვეყნად.
„თუმცა როდესაც საქმე მოქალაქეების დაცვას ეხება, საჭიროა ძლიერი სახელმწიფო. მე ამაზე ვიზრუნებ", - განაცხადა ზეეჰოფერმა.
ამასთან, მან პოლიციის ტექნიკური აღჭურვისა და ეფექტიანი ვიდეომონიტორინგის აუცილებლობაზე ისაუბრა.
14 მარტს გერმანიის ბუნდესტაგი ახალ კანცლერს აირჩევს. ამავე დღეს ახალი მინისტრთა კაბინეტი ფიცს დადებს და მთავრობა მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.