logo_geo
eng_logo
ირანში თურქული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- +

11 მარტი. 2018. 20:40



ირანის დასავლეთ ნაწილში თურქულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაზე დაყრდნობით, სააგენტო ISNA წერს.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი კერძო იყო.


სააგენტოს ცნობით, ლაინერი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან სტამბოლის მიმართულებით მიფრინავდა.


ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.


შემთხვევის ადგილას სამაშველო ბრიგადები უკვე გააგზავნეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner