საქართველოში საბჭოთა არქიტექტურის შესახებ CNN-მა სტატია მოამზადა, რომელსაც დედაქალაქსა და ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა საბჭოური შენობის ფოტო დაურთო.
CNN-ი შემორჩენილ ძეგლებს „წარსულის მაღალ ტიტანებს" უწოდებს და წერს, რომ თანამედროვე საქართველოს დამოკიდებულება საბჭოეთისგან მემკვიდრეობით მიღებულ არქიტექტურაზე ურთიერთსაწინააღმდეგოა.
„თბილისში ტურისტებს შეუძლიათ ესტუმრონ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს, რომელიც 70-წლიანი მმართველობის მსხვერპლებს ეძღვნება, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით კი, გორში მათ სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერება შეუძლიათ", - წერს CNN-ი.