logo_geo
eng_logo
22 თებერვალს დაკავებულმა ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დატოვეს
- +

11 მარტი. 2018. 21:34



არჩილ ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს დაკავებულმა ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დატოვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.


ქუტაშვილი და პავლიაშვილი ოკუპირებულ დაბაში იმყოფებოდნენ, თუმცა დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მათ დოკუმენტები ჩამოართვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.


უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულები თავს კარგად გრძნობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ოფიციალური უწყებები განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner