logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ ცხინვალში ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის სავარაუდო თარიღი დაასახელეს
- +

11 მარტი. 2018. 21:59



„არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს შესაძლოა 2 კვირის განმავლობაში გადასცენ", - ამის შესახებ სააგენტო Front News-თან ინტერვიუში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ პრესმდივანმა დინა გასიევმა განაცხადა.

 

„სამხრეთ ოსეთის პოზიცია ასეთია: ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოში მის ოჯახს აუცილებლად დაუბრუნდება, თუმცა ეს მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მოხდება. სავარაუდოდ ამას 2 კვირა დასჭირდება", - განაცხადა გასიევმა.


არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 


 

 





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner