შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი თავს უსაფრთხოდ და ნორმალურად გრძნობენ. ამის შესახებ ციხელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა" განაცხადა.
„ისინი არიან უსაფრთხოდ, თავს გრძნობენ ნორმალურად. ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ის, რომ მიეცათ შესაძლებლობა დაეტოვებინათ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორია და გადმოსულიყვნენ საკუთარ ოჯახებთან.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით, ვიმედოვნებთ, რომ ესეც მალე მოხდება", - განაცხადა ციხელაშვილმა.
ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დღეს დატოვეს.