logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ქუტაშვილი და პავლიაშვილი ყვებიან, თუ რა პირობებში დააკავეს
- +

11 მარტი. 2018. 22:46



დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, დედებთან ერთად გადმოვიდნენ საზღვარზე, მათი მამები კი ახალგორში ნებაყოფლობით დარჩნენ. ამის შესახებ სუბარმა „იმედის კვირასთან" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

„ქუტაშვილი და პავლიაშვილი ამ წუთებში მცხეთის სამხარეო პოლიციაში არიან. აქ არის შს მინისტრის მოადგილეც. ისინი ყვებიან, თუ რა პირობებში დააკავეს და მთელი ამ ხნის განმავლობაში რა ხდებოდა. აქვე დავაზუსტებ, რომ ეს არ არის ოფიციალური საგამოძიებო პროცედურა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


მინისტრი თავს იკავებს იმ ინფორმაციის გამჟღავნებისგან, რაც ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა პოლიციაში არჩილ ტატუნაშვილის ამბავთან დაკავშირებით თქვეს.


„ეს ყველაფერი შეიძლება სამომავლოდ, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყოს და ყოველმა სიტყვამ, რომელიც ახლა ჩვენს მიერ იქნება ნათქვამი, მომავალში რაღაც პრობლემა შექმნას", - განაცხადა დევნილთა მინისტრმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner