logo_geo
eng_logo
შსს-ს ინფორმაციით, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ფიზიკური ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ
- +

11 მარტი. 2018. 22:57




საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის ინფორმაციით, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ფიზიკური ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ.


როგორც საბანაძემ ჟურნალისტებს მცხეთის პოლიციასთან განუხადა, ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

„ეს გულისხმობს განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ისინი გადმოყვანილნი არიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მაქსიმალური გაკეთდა შს სამინისტროს და სუს-ის მხრიდან, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, რომ მომხდარიყო მათი აქ გადმოყვანა. დღესაც აქტიური ღონისძიებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. მათ ფიზიკური ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ. გამოძიება მიდის, პროცესი გრძელდება და კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner