logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: სიცრუე არის იარაღი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია იყენებს!
- +

27 აპრილი. 2016. 15:20




„ქართული ოცნების" წევრმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.



მე მგონი, დრო არ უნდა დავხარჯო არც მე და არც არავინ იმის მტკიცებისთვის, რომ სიცრუე არის იარაღი, რომელსაც ნაციონალურ მოძრაობა" დიდი ხანია იყენებს", - აცხადებს დეპუტატი.



მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგში ცენტრალურ ადგილას არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" რეპრესიული რეჟიმის კრახი ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.



დიახ, 2012 წელს მოხდა ისეთი რამ, რაც ძნელად წარმოედგინა ნაციონალურ მოძრაობას", ანუ მათი ხელისუფლება დამთავრებულიყო, მათი პოლიტიკური პერსპექტივა დამთავრებულიყო და ის სიცრუის ტირაჟირება, დიქტატი, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, დემოკრატიის სრულად უგულებელყოფა, ადამიანებით მანიპულირება და ა.შ. საქართველოში აღარ არსებულიყო.

ნაციონალური მოძრაობა" არ დაუმარცხებია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, ეს ქართველი ხალხის გამარჯვება იყო, მაგრამ ამ საქმის ლიდერი იყო ნამდვილად ბიძინა ივანიშვილი. ცხადია, რომ ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მუდმივად ესიზმრებათ, ელანდებათ და სიფხიზლეშიც წარმოუდგებათ, რომ ეს არის მათი მთავარი სამიზნე და ამ ადამიანმა დაამთავრა მათი რეპრესიული, ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ზღუდავდა როგორც გამოხატვას, ასევე ქვეყნის განვითარებას. ისინი ცხადია გამოეკიდებიან არარსებულსაც, თეთრს შავად წარმოაჩენენ და ეს არავის არ უნდა გაგვკვირდეს", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner