logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: ონლაინ-სესხების საკითხი მისახედია!
- +

27 აპრილი. 2016. 15:39



საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ონლაინ-სესხების საკითხი მისახედია.  მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის დაევალება ონლაინ-სესხების რეგულირება.



ეს არის ის საკითხი, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროში ეს კომპანიები, რომლებიც ონლაინ-სესხებს გასცემენ, არ შემოდიან. სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის დაევალება ზოგადად, ონლაინ-სესხების რეგულირება. პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში განსახვავებულია. ჩვენ ამ საკითხებს მომხმარებელთა დაცვის კუთხიდან ვუყურებთ. ზოგადად რომ ვისაუროთ, თავისთავად სესხის აღებამ მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა არ უნდა გააუარესოს. აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარებული იქნება ამ მიმართულებით. ამავე დროს, მსესხებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ შეაფასოს ყველა ის რისკი და ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ სესხის მიღებასთან.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს შედარებით დიდი ხნის გამოცილება აქვთ. ჩვენ ამ გამოცდილებას ვსწავლობთ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მისახედია და მას შემდეგ, რაც გადაწყდება, თუ ვინ გააკეთებს ამ საკითხის რეგულირებას, შესაბამისად, მოხდება იმ ღონისძიებების შემუშავება, რაც მომხმარებელთა დაცვის მიზნით მაქსიმალურად შეეცდება, რომ სავალალო შემთხვევები გამორიცხული იყოს. ეს რა თქმა უნდა, ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობაზე კარგად აისახება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner