logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ციხეში არის ერთი პატიმარი, რომელსაც 2012 წელს ლექსო თამაზაშვილის მოკვლას აიძულებდნენ
- +

12 მარტი. 2018. 02:14




„მაქვს ინფორმაცია, რომ ციხეში არის ერთი პატიმარი, რომელიც 5 წელია იხვეწება მოგცემთ ჩვენებას, რომ 2012 წელს შემოდიოდნენ ჩემთან იმდროინდელი მაღალჩინოსნები, მაიძულებდნენ მომეკლა თამაზ თამაზაშვილის შვილი ლექსო თამაზაშვილიო", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს და შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:


„ნამდვილად კარგია, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე 17 წლის მერე თავიდან გადაიხედება, ცრუ დასმენისთვისაც დაისჯება პატიმარი ციხისთავი და თუ სხვა დეტალებია და საქმე არასწორად იყო თავის დროზე გამოძიებული, იმედია, ახლანდელ პროკურატურას მაინც ენდობიან!

 

ხო, ისე საინტერესო დეტალები ჟურნალისტებისთვის, რა თქმა უნდა „რუსთავი 2" არ გააკეთებს, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ციხეში არის ერთი პატიმარი, რომელიც 5 წელია იხვეწება მოგცემთ ჩვენებას, რომ 2012 წელს შემოდიოდნენ ჩემთან იმდროინდელი მაღალჩინოსნები, მაიძულებდნენ მომეკლა თამაზ თამაზაშვილის შვილი ლექსო თამაზაშვილიო, შენ მერე „უდოთი" გაგიშვებთ ქვეყნიდანო. მე არ გავაკეთე, შემეშინდა რადგან მერე მეც მომიშორებდნენ თავიდანო. ცოცხალია ის კაცი, ახლაც ციხეში ზის და არ გაგიჭირდებათ ჟურნალისტებს მისი მოძიება! დროა ყველაფერს თავის სახელი დაერქვას! საინტერესოა ვინ იყვნენ ის მაღალჩინოსნები!

 

აქ საინტერესო ისაა, რომ ის მაღალჩინოსნები, ვინც იმ პატიმარს უკვეთავდნენ თამაზაშვილის შვილის მკვლელობას, დაუსჯელები დადიან", - წერს ნინო ჯღარკავა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner