logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ეს ის ზაზა შათირიშვილი ხომ არ არის, გულები რომ დაგიხეთქათ?!
- +

12 მარტი. 2018. 02:43



გამახსენდა!

ამას წინათ, ტელევიზიასთან ჩავიარე და ჩასაფრებული თვალით ავხედე მესამე სართულს, სადაც ვასილ მაღლაფერიძის სილუეტს მოვკარი თვალი, რომელიც ტელეფონით ელაპარაკებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს შათირიშვილის ბორდში გაწევრიანების თაობაზე.


იასნია, რომ მასე იყო, აბა სხვაზე რაზე უნდა ელაპარაკათ?!

ჰა, რაო, უნიჭოდ ვიხუმრე?

იცით, რას გეტყვით, ძვირფასნო?!


მიუხედავად იმისა, რომ ვასიკო მაღლაფერიძე ჩემთვის არც უცხოა და არც შორებელი, არც იმის სათქმელად მებმის ენა, რომ მისი დღევანდელი ტელევიზიითაც არ ვარ დიდად მოხიბლული. პროფესიონალის პრეტენზია ჯერ კიდევ არ გამქარვებია და ჩემთვის ყველაზე ადვილი სახლში იძულებით დამჯდარი ჟურნალისტის პოზიციიდან სასწრაფოდ მისახედ ტელევიზიაზე ლაპარაკია, მაგრამ არა თქვენთან ერთად, ბატონო კომპლექსიანო ლიბერალებო!


ბიჯოო! თუ, დავუშვათ, ეს ჩემი „ციგნობა" უნიჭო ხუმრობაა, მაშინ, სადღაც რესტორანში გადაღებული ფოტო - არიქა, მაღლაფერიძე ზაზა შათირიშვილის ბორდში მიღებაზე თათბირობდაო, - „დიდი სკანდალის" დამადასტურებელი უტყუარი საბუთია?


მასეც რომ იყოს, რა დაშავდებოდა, ვითომ? - ის, რომ ერთი ნათელი გონების კაცი მივა ტელევიზიაში? ისეთი მდიდრები ვართ, რომ ზაზა შათირიშვილი ზედმეტია?


ისე, სხვათაშორის, და ჩვენში დარჩეს: - ეს ის ზაზა შათირიშვილი ხომ არ არის, „ლიბერალური მოძღვრების" გარდაუვალ ჩამოშლაზე რომ ძაან, ძაან გაანალიზებული და დასაბუთებული არგუმენტებით გულები დაგიხეთქათ?!


ფოტო?!


იმ რესტორანში კიდევ ერთი ფოტოსურათია გადაღებული, რომელზეც აშკარად იკითხება, როგორ ესაუბრება ვასილ მაღლაფერიძე თავის თანამესუფრეებს ვეგეტარიანელების ყოვლად გაუგებარ დამოკიდებულებაზე ფშაური ხინკლის მიმართ!


რა გეგონათ? - ფოტოზე გადაღებული ადამიანების საუბრის მოსმენა მარტო თქვენ იცით?!


აი, გაგიწყრათ კაკულია და ნოსტრადამუსი!

აბა, ღმერთი ისედაც კაი ხანია, გამწყრალი გყავთ!





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner