logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ახალგამოჩეკილი ლანსელოტი მელია ცოტა ზრდილობიანად იყოს!
- +

27 აპრილი. 2016. 15:39


 

დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებსა და განცხადებებს „ბოდვები" უწოდა.



ქანთარიამ „ნაციონალური მოძრაობის" მისამართით განაცხადა, რომ „მათ ახლად გამოჩეკილ ლანსელოტ მელიას მოუწოდებს, ცოტა ფრთხილად და ზრდილობიანად იყოს".





ჩემდა გასაკვირად, ნაციონალურ მოძრაობას" ერთ თვისება აღმოაჩნდა - ძალიან დაგვიანებული სიყვარული ფლორსა და ფაუნის მიმართ. არის ოდები, რომ თურმე ებრალებათ ზვიგენი, რომელიც უნდა იყოს ზღვაში, ზებრა უნდა იყოს აფრიკაში და ასე შემდეგ. ერთი ხის გადარგვაზე მათი მხრიდან სისხლის ცრემლები იყო დაღვრილი და მერე, როდესაც ხემ ზღვა მშვიდად გაიარა და ახალ ადგილას დაიდო ბინა, რატომღაც ყველას დაავიწყდა და აღარვის ახსოვს, რომ ერთ-ერთი მაინც მივიდეს, წყალი დაუსხას, ნახოს, რა დღეშია. გუშინ გული ბოტანიკურ ბაღზე დაეწვათ, ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, ამაში ჩაერთო ტელევიზიები და თურმე რა ყოფილა - ოთხი ჰექტარი მიემატა ბოტანიკურ ბაღს, ქვა-ღორღიანი ადგილი ჩამოეჭრა და გათავისუფლდა მათივე თხოვნით. საქმე იმაში ყოფილა, რომ ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე პროექტი აქვს იმ ადგილას განსახორციელებელი. ერთია, რომ უნდა პრივატიზაცია წყლის, ჰაერის და მზის. აპირებს, იაპონიიდან რეზერვუარი ჩამოიტანოს და ყველაფერს ძალიან მაღალი ფასი დაედება. აბა, რა გვეგონა, აბა, რისთვის ხარჯავდა ეს კაცი მილიარდებს?! რისთვის აშენებდა სკოლებს, მონასტრებს, საავადმყოფოებს?! თურმე იმისთვის, რომ ამ ყველაფერს დაეუფლოს! აი, ამ რანგის ბოდვებში ხართ გახლართული ყველანი და გინდათ, საქართველოც ამ დახლართულ ბოდვაში შეიყვანოთ. ერთი რამ გავიწყდებათ - საქართველო ნამდვილად არ არის დაბრმავებული, რომ ვერ დაინახოს ის, რაც ხდება და დაავიწყდეს ის, რაც ხდებოდა - ცოცხები ნამდვილად არავის მონატრებია!" - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.



დეპუტატმა ოპოზიციას მიმართა, სპეკულაციებს თავი დაანებონ. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიასაც აქვს თავისი საზღვრები.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner