უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა მესაზღვრეებმა ხარკოვის ოლქში საქართველოს მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი სუმბათ აბასოვი („სუმბათ თბილისკი") დააკავეს.
„დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც „სუმბათ თბილისკის" სახელით არის ცნობილი. უკრაინის პოლიცია მას ქვეყნის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში შესაძლო მონაწილეობის გამო ეძებდა", - ნათქვამია განცხადებაში.