logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

12 მარტი. 2018. 11:05



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი  პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამეგრელოს რეგიონში   18 000 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღა.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის  მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner