-
+
12 მარტი. 2018. 12:06
ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის" სარაკეტო დარტყმას 7 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.
ინციდენტი დღეს დილით ბატიკოტის რაიონში მოხდა.
ნანგარჰარის გუბერნატორის წარმომადგენლის ათაულა ხოგიანის განცხადებით, „ბოევიკების" მიერ გაშვებული რაკეტა სატრანსპორტო საშუალებას მოხვდა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.