logo_geo
eng_logo
რომის პაპი: დღევანდელი მსოფლიო ხშირად შიშის ქვეშ ცხოვრობს
- +

12 მარტი. 2018. 12:06



რომის პაპმა ფრანცისკემ შიშის ფაქტორით მართული ეროვნული პოლიტიკის მიმართ შეშფოთება გამოთქვა. ამის შესახებ რომის პაპმა იტალიის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ ისაუბრა.


რომის პაპის სიტყვებში, სავარაუდოდ, ჩანდა მკაცრი კრიტიკა მემარჯვენე-ცენტრისტული ბლოკის მიმართ, რომელიც საარჩევნო კამპანიისას ანტისაიმიგრაციო დაპირებებს აკეთებდა.

 

„დღევანდელი მსოფლიო ხშირად შიშის ქვეშ ცხოვრობს. ეს უძველესი დაავადებაა... შიში ხშირად არის მიმართული იმ ადამიანებისკენ, რომლებიც უცხოელები არიან, განსხვავებულები, ღარიბები, თითქოს ისინი მტრები იყვნენ. არსებობს ქვეყნები, სადაც ასეთი ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით ისახება გეგმები", - განაცხადა პაპმა.


რომის პაპი წარსულში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსაც აკრიტიკებდა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებასთან დაკავშირებული გეგმის გამო, რითაც არალეგალი მიგრანტების ქვეყანაში შესვლისთვის უნდა შეეშალა ხელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner