ზესტაფონის ფეროშერნადნობთა ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 55 წლის მუშა გარდაიცვალა. დავით ძაბირაძე სარემონტო-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი იყო.
„ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, სამუშაოს შესრულების დროს იგი მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა. მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.