logo_geo
eng_logo
ზესტაფონის ფეროშერნადნობთა ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 55 წლის მუშა გარდაიცვალა
- +

12 მარტი. 2018. 12:17



ზესტაფონის ფეროშერნადნობთა ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 55 წლის მუშა გარდაიცვალა. დავით ძაბირაძე სარემონტო-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი იყო.


„ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, სამუშაოს შესრულების დროს იგი მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა. მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.


შპს „ჯორჯიან მანგანეზი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner