logo_geo
eng_logo
ანსამბლ „სიმის“ წევრი რევაზ გელაშვილი გარდაიცვალა
- +

27 აპრილი. 2016. 16:08



გარდაიცვალა ანსამბლ „სიმის" წევრი რევაზ გელაშვილი. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ფეისბუქ-გვერდზე სამძიმარს გამოთქვამს:

ანსამბლ სიმის" ერთ-ერთი ღირსეული წევრის რევაზ გელაშვილის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს. ბატონმა რეზომ მსმენელს თავი მაღალი პროფესიონალიზმითა და ინდივიდუალიზმით შესრულებული სიმღერებით დაამახსოვრა. რევაზ გელშვილი განსაკუთრებული და იშვიათი პიროვნული თვისებებით გამოირჩეოდა, იგი ნამდვილად დამსახურებულად უყვარდა მთელ საქართველოს.

ტრიო
სიმი" 1988 წელს შეიქმნა. ანსამბლი ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ზაზა ვეფხვაძემ, რევაზ გელაშვილმა და ზურაბ ცქიტიშვილმა დააფუძნეს. სიმის" სიმღერებზე თაობები აღიზარდა", - წერს ჭიჭინაძე. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner