ავტორი ალა გრიგალაშვილი
არჩევნებამდე პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის თანამდებობებზე დატოვებას შეცდომას უწოდებს პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე.
„დასამალი არაა, რომ ხიდაშელმა მუხლებზე ჩოქვით იხვეწა - არჩევნებამდე პოსტზე დამტოვეთო, მაგრამ იმაზე არავინ დაფიქრებულა, თუ რატომ უღირს უთავმოყვარეო ხვეწნად 2-3 თვე თავადაცვის მინისტრობა. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით და თუ ვერა - შემდეგში აგიხსნით. მისახვედრად მაშველ სიტყვებს კი გაჩუქებთ - „მაიდანი და ტროას ცხენი", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბრისას ბრეგაძემ.