ოკუპირებულ ახალგორში, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ დაბრუნდნენ, ამ წუთებში სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ კი, ორივე მათგანს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოჰკითხავენ.