logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ხაჩიროვმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ყველაფერი იცის, მაგრამ...
- +

12 მარტი. 2018. 17:01


 

„ახალგორის გამგებელმა ფილიპ ხაჩიროვმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ყველაფერი იცის, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, ის ამ ამბავში არ მონაწილეობდა!" - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა.

 

„ხაჩიროვი, უბრალოდ, გამგებელია და კაცი არ ეკითხებოდა არაფერს. ხაჩიროვმა სწორედ ამიტომ მოაწყობინა ცხინვალში მიტინგი და გააკეთა განცხადებები თბილისის გასაგონად. მან მიტინგზე ბევრი ილაპარაკა იმის შესახებ, რომ თითქოს ქართული მხარე ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დივერსიულ აქტებს გეგმავს, მაგრამ გარკვევით თქვა, რომ ტატუნაშვილის საქმეში მონაწილეობა არ მიუღია! დიდი ალბათობით, მართლაც არ მიუღია. ხაჩიროვმა ძალიან კარგად იცის, რომ შესაძლოა, ტატუნაშვილის მკვლელობა ვიღაცას შერჩეს, მაგრამ არც მას, არც მის ძმას და არც მის ნათესავებს, რომლებიც დიდი ოდენობით ცხოვრობენ აქეთა მხარეს, ეს არ შერჩებათ!" - განაცხადა არეშიძემ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner