logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: ბოტანიკური ბაღის კორექტირებული ვარიანტის გადახედვა არ იგეგმება
- +

27 აპრილი. 2016. 16:14



თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, მიზანმიმართულ პროვოკაციულ კამპანიას ნუ აჰყვებიან, რათა ბოტანიკური ბაღის ინტერესი და განვითარების პერსპექტივა არ დაზარალდეს.


მისი თქმით, ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა ბაღის ფართობის უცვლელად და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალიდან დამოუკიდებლად, კორექტირებული ვარიანტის გადახედვა კი არ იგეგმება.



ბოტანიკურ ბაღს ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2007 წელს, თბილისის არიქტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2000 წელს დადგენილი პირობითი გეგმის მიხედვით, ის მოიცავდა 81 ჰა ტერიტორიას და აღნიშნულ საზღვრებში არ შედის ის ფართობი, რომლის ცვლილებაც განხორციელდა. ამასთან, ძეგლის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება არ განეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს უფლებამოსილებას, შესაბამისად, თბილისის მერიის მიერ საზღვრების კორექტირება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და დადგენილი წესების შესაბამისად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, თემის მანიპულირებითა და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ აჰყვებიან მიზანმიმართულ პროვოკაციას, რათა საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირებით არ დაზარალდეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ინტერესები და განვითარების პერსპექტივა", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner