logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: აი რატომ „დაეფუფქათ“" ნაცებს გული ბოტანიკურ ბაღზე!
- +

27 აპრილი. 2016. 16:16


 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი საკუთარ facebook-გვერდზე კოკა ყანდიაშვილის პოსტს აზიარებს.

 

„მეგობრებო - დღეს მთავარი ის კი არ არის, ბოტანიკურ ბაღზე გულები რომ „დაეფუფქათ" ნაცებს - არა, არამც და არა!

 

მთავარი ისაა, რომ ერთადერთმა პარტიამ, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს  ვიზა-ლიბერალიზაციაზე - ევროპის სახალხო პარტია გახლდათ. რომლის წევრიც, - სად იყო და სად არა, ზუსტად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა"!!! ის „ნაციონალური მოძრაობა" - რომელიც გაჰკივის, ევროპა გვინდა, ევროპულები ვართო - და საქართველოს თითოეული მოქალაქის მომავალს გადაეღობნენ წინ - თავისი ევროპელი პარტნიორი პარტიის მეშვეობით!!!

 

მართალია, საღმა აზრმა და საქართველოს მეგობრებმა ცივი წყალი გადაასხეს მთელ EPP-ის ნაცებიანად - მაგრამ ხომ ყველაფერი იღონა სააკაშვილის ნაშიერმა ძალამ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეღოთ უვიზო მიმოსვლის საშუალება?!

 

აი, რატომ „დაეფუფქათ" დღეს გული ბოტანიკურ ბაღზე.

 

გადაფარვაც ასეთი უნდა.....

 

და თუ მე ვცდები - მაშინ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს!

 

გაუმარჯოს საქართველოს - ჩვენ დღეს მთელმა ევროპამ გვითხრა - კი!!! მობრძანდით, ქართველებო, ევროპის კარი ღიაა თქვენთვისო!

 

P.S. რა თქმა უნდა ქართულმა მედიამ ეს ვერ შეამჩნია. ამ აზრის გაჟღერებაც კი არსად მომხდარა, და იცით, რატომ? იმიტომ, რომ „რუსთავი2"-ს ეს არ უთქვამს და არც NGO-ებს! მედიას კი საკუთარი ხედვა, აზრი და ფიქრი - ვაი რომ, აღარ აქვს....

 

P.P.S. და ის ზღაპარი, რომ თავად ნაცები არ წავიდნენ წინააღმდეგნი და მხოლოდ EPP ბობოქრობდა - ის ზღაპარია, რაშიც დაიწვნენ.

ბრავო კოკა ყანდიაშვილს", - წერს ოქიტაშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner