logo_geo
eng_logo
გივი სიხარულიძე: წარმოგიდგენიათ რა დონეზეა საქმე?! გარდაცვლილსაც აღარ გვაძლევენ!
- +

12 მარტი. 2018. 23:44



მსახიობმა გივი სიხარულიძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურებაზე ისაუბრა.


„ჩვენ ვიღებთ იმას, რაც დავიმსახურეთ ამდენი ხნის განმავლობაში. ერთი რამეა: ჩვენმა მთავრობამ, უპირველეს ყოვლისა და ჩვენც, ხალხმა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე პროტესტი უნდა გამოვაცხადოთ. პროტესტი, რომელსაც ესე სამასხარაო რაღაცების გაგზავნა კი არ დასჭირება, ეს უნდა იყოს გამოსვლა. უნდა გამოვიდეს მთელი საქართველო ყველა ქალაქებში იმის წინააღმდეგ, რომ ასეთი ამბები არ უნდა ხდებოდეს. წარმოგიდგენიათ რა დონეზეა საქმე?! გარდაცვლილსაც აღარ გვაძლევენ. მე ამას ვლაპარაკობ კაცი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება რუსი ხალხის უდიდესი მოყვასი ვარ, რუსი კულტურის, ყველაფრის, ხელოვნების. მიყვარს ეგ უბრალო ხალხი. მე თვითონ ნახევრად რუსი ვარ, მაგრამ აღშფოთებული ვარ ასე არამზადული მოქცევის გამო, როგორც ეგენი იქცევიან, რომ გარდაცვლილსაც აღარ გვაძლევენ, ძალიან შემაშფოთებელია", - განაცხადა გივი სიხარულიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner