logo_geo
eng_logo
ნანი ბრეგვაძემ შესაძლოა მოსკოვში კონცერტი აღარ გამართოს!
- +

12 მარტი. 2018. 23:56



მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ, შესაძლოა მოსკოვში, Crocus City Hall-ში 28 მარტს დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის აქამდე არ გადმოუსვენებიათ, გააუქმოს.


ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას" მომღერლის შვილმა, ეკა მამალაძემ განუცხადა, რომელიც ასევე დაგეგმილი კონცერტის მონაწილეა.


„არ ვიცით. ვერ გეტყვით, შესაძლოა გადაიდოს. რა ვქნათ, ჩვენთვითონაც არ ვიცით", - განაცხადა მამალაძემ.



Crocus City Hall-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება.


კონცერტის სპეციალური სტუმრები იქნებიან ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე. ნანი ბრეგვაძე თავის საიუბილეო ტურს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გახსნის, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უხელმძღვანელებს.


გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სცენაზე მასთან ერთად მისი შვილი - მომღერალი ეკა მამალაძეც გამოვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner