„პრემიერმა კვირიკაშვილმა თავისი გაბედული ნაბიჯით საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების შანსი გაუჩინა მე ვამაყობ პრემიერ კვირიკაშვილის გაბედული ნაბიჯითა და მიღწეული შედეგით", - ამის შესახებ უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ღია წერილს ვისაც არ ეზარებოდა ყველამ გაკრა კბილი და კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია. ეს რა დაწერა, სირცხვილი, თავის მოჭრა და ა.შ. ვაი ექსპერტების და რუსოფობიით შეპყრობილ პოლიტიკოსთა არმიას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხი გასცა კვირიკაშვილის გამოგზავნილ წერილს: „კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი." -ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
დიპლომატიურ ენაზე ყოველთვის დიდი გარღვევა და ჩიხიდან გამოსვლის რეალური შანსის გაჩენა ჰქვია. პრემიერმა კვირიკაშვილმა თავისი გაბედული ნაბიჯით საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების შანსი გაუჩინა. შანსი გაუჩინა იმისა, რომ ნელ - ნელა რუსეთთან აქტიური მოლაპარაკების შედეგად დაიწყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი. უცბად და სწრაფად შედეგი არ იქნება მაგრამ თუკი პრემიერი კვირიკაშვილის და პუტინის შეხვედრა უახლოეს ხანში შედგება ეს დასაწყისი იქნება მოჯადოებული წრიდან გამოსვლისა. უამრავჯერ გამიკრიტიკებია პრემიერი კვირიკაშვილი, მაგრამ ამ შემთხვევაში სამართლიანი იქნება უნდა აღინიშნოს რომ მან ქართველი ხალხის სათქმელი თქვა თავისი წერილით გაგზავნილი პუტინისა და სეპარატისტებისადმი და იმავე ქართველი ხალხის კეთილგანწყობა დაიმსახურა, როცა რუსეთის საგარეო უწყებამ საპასუხო წერილში გამოამჟღავნა კეთილი ნება მოლაპარაკებების დაწყებისა. მე ვამაყობ პრემიერ კვირიკაშვილი გაბედული ნაბიჯითა და მიღწეული შედეგით", - წერს მჟავანაძე