logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ქალბატონ ნანის რომ გულმა დაარტყას, ვინ აგებს ამაზე პასუხს?!
- +

13 მარტი. 2018. 00:19



„ნანიმ რომ უარი თქვას კონცერტის გამართვაზე, რამხელა შტრაფები და საურავი დაეკისრება ვინმეს უფიქრია?! დღეს ქალბატონ ნანის გულმა რომ დაარტყას, იმიტო რომ ისეთი საშინელება ხდება პრესაში და ტელევიზიაში, ვინ აგებს ამაზე პასუხს?!" - ამის შესახებ ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენ რომ ასეთი დიადი ქალბატონი, აი ამ ყველაფრის გამო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავაგდოთ, რა ქნას ქალბატონმა ნანიმ, სახლი გაყიდოს, რომლის ფულის არ ეყოფა?! 20 და 30 000 დარბაზებია, ეს ხომ არ არის 20 კაციანი დარბაზი?! როგორ შეიძლება კონტრაქტზე უარის თქმა. როგორ შეიძლება, ქალბატონ ნანიზე გადავტეხეთ მთელი უბედურება ქვეყნის", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.


მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ, შესაძლოა მოსკოვში, 28 მარტს დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის აქამდე არ გადმოუსვენებიათ, გააუქმოს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას" მომღერლის შვილმა, ეკა მამალაძემ განუცხადა, რომელიც ასევე დაგეგმილი კონცერტის მონაწილეა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner