თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ადამიანის ზნეობრივი ცხოვრების, ყველანაირი ეთიკის და მორალის ზოგადი პრინციპების სფეროდან არის გასული ერთი უგუნური, ბოროტი ლევან ხაბეიშვილის ქმედებები!
ვიცით და არახალია თუ რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობისთვის" ადამიანი, მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და თავისუფლება მაგრამ უკანასკნელი ინსტანციის ნაძირლობა აკადრებინა ბელადმა მონას პირადი შურისძიების გამო!
რადგან ლევან გაჩეჩილაძე არის ის ადამიანი ვინც მოარყია რეჟიმი სადაც ბოროტება ბანალურობად იქცა!
ჩვენ მასთან ერთად ვიბრძოდით როდესაც მერიის მაღალჩინოსნების და მათ ოჯახის წევრების სხეულის კორექციაზე, მათ ხორციელ სიამოვნებაზე იხარჯებოდა ბიუჯეტის ფული და ჩვენ არასოდეს გავკიცხავდით ვინმეს ადამიანის მკურნალობის დაფინანსებისთვის, მიუხედავად იმისა რომ ესეც შერჩევით და პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით ხორციელდებოდა!
მე როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც დედაქალაქის ხელისუფლების წარმომადგენელი არასოდეს დავიხევ უკან ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ყოველთვის დავუჭერ მხარს იმ ჰუმანურ სოციალურ-ჯანდაცვის პოლიტიკას რომელიც ამ ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ" დანერგა!" - წერს ვატო შაქარიშვილი.