logo_geo
eng_logo
გიორგი არსოშვილი: თუ მძღოლი ჯარიმას დროულად გადაიხდის მასზე საშეღავათო რეჟიმი გავრცელდება
- +

13 მარტი. 2018. 10:32


 

„რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება ფოტo-ვიდეო ჯარიმების აღსრულების წესია და სიახლე, რომელიც ძალაში უკვე შევიდა, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე დაინერგა", - ამის შესახებ შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


„აღსრულება რამდენიმე ეტაპიანია. პირველი ეტაპია სატელეფონო შეტყობინების გაგზავნა იმ მობილურის ნომერზე, რომელიც შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპეციალურ აპლიკაციაშია მითითებული და მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა მოქმედი ნომერი მიუთითოს, რათა ფოტო-ვიდეო ჯარიმის შემთხვევაში შეტყობინება მყისიერად მიიღოს.

 

მოქმედი კანონმდებლობით, საშუალება გვაქვს, ფოტო-ვიდეო ჯარიმა კონკრეტულ მისამართზე ორჯერ გავაგზავნოთ. თუ პიროვნებამ ჯარიმა პირველ ჯერზე არ ჩაიბარა, მეორე ჯერზეც გავუგზავნით. არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები ასეთი ტიპის ჯარიმებს არ იბარებენ და ამიტომ, თუ კონკრეტულ მისამართზე სრულწლოვანი პირი ფოტო-ვიდეო ჯარიმის ჩაბარებაზე უარს აცხადებს, ჯარიმა ჩაბარებულად ჩაითვლება.

 

გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჯარიმა ჩაბარებულად ითვლება და მძღოლს შემდეგ ეტაპზე 30 დღე აქვს იმისთვის, რომ კონკრეტული ფოტო-ვიდეო ჯარიმა ნებაყოფლობით გადაიხადოს", - განაცხადა არსოშვილმა.


როგორც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, აღსრულების თვალსაზრისით, არსებობს ყველაზე რთული, მეოთხე ეტაპი, როცა ფოტო-ვიდეო ჯარიმის გადახდა საჯარო გამოქვეყნებიდან კონკრეტულ ვადაში მაინც არ მოხდა.

 

„ამ შემთხვევაში, პირს კონკრეტულ ჯარიმაზე საურავი ეკისრება. მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმას ორმაგი ოდენობის საურავი ეკისრება. თუ გადახდა მაინც არ ხდება, ამ შემთხვევაში იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს მივმართავთ. ამ ტიპის ჯარიმებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვუგზავნით და გადაწყვეტილებას კონკრეტულად აღმასრულებელი იღებს. შესაძლოა, მან კონკრეტულ პირზე რეგისტრირებულ ქონებას, ანგარიშებს ყადაღა დაადოს და ჯარიმების ამოღება იძულებითი წესით მოხდეს", - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner