„ელისტრახო კილაძის ამ ამაზრზენი განცხადების (#არდაბომბო #მძინარე #ცხინვალი) ქვეტექსტში იკითხება არა ცხონებული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის თანადგომა, არამედ სააკოვის დაწყებული ავანტიურის „გაპრავება", რამაც შედეგად ახალგორის ანექსია და „სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარება მოიტანა!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაზა დავითაია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რას ამბობს ამ პოსტით ეს ქალის არამსგავსი, ხვდებით? - „დიახ, უნდა დაგვებომბა მძინარე ცხინვალი! დიახ, გამართლებულია აფხაზების ამოჟლეტა!"
არადა, აშკარაა, სწორედ ასეთმა გაუმართლებელმა აგრესიამ განაპირობა, დღეს ოთხოზორიები და ტატუნაშვილები რომ იღუპებიან და გამკითხავიც არავინ არის!
ქართველს არც ომი ესწავლება, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე უსუსური მომენტი რომ არის ომისთვის - ამას იდიოტიც მიხვდება! რუსეთი მომაკვდინებელი იარაღის დემონსტრაციას ახდენს მსოფლიოში, ელისტრახო კი გამალებით ცდილობს, ეს იარაღი მრისხანე რუსეთის იმპერიას მაინცდამაინც, საქართველოში გამოაცდევინოს! თან, ისევ ბინძური სააკოვის იმ რიტორიკით ყრანტალებს, რამაც ტერიტორიები დაგვაკარგვინა და ასობით საჯიშე ქართველი სრულიად უშედეგოდ ჩაგვიწვინა მიწაში!
დიახ, 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო სააკაშვილმა, რის შედეგადაც საქართველომ კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი დაკარგა, „აფხაზეთის" და „სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარების პროცესი დაიწყო! დიახ, სააკაშვილმა წინასწარ გამიზნულად შექმნა გარემოება და რუსებს მისცა საშუალება, საქართველოს ტერიტორიების ანექსია („დამოუკიდებლობის" აღიარება) მოეხდინათ, რაც 1992 წლიდან 16 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს!
რის თქმა სურს ამ პოსტით პროვოკატორ ქალს? - „დავბომბოთ მძინარე ცხინვალი! დავბომბოთ მძინარე სოხუმი და ამ გზით დავიბრუნოთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი" - განა ვინმეს ასეთი გზა გამართლებულად მიაჩნია, როცა სოხუმის და ცხინვალის უკან გამძვინვარებული, უახლესი მომაკვდინებელი იარაღით შეიარაღებული რუსეთი დგას, რომლის წინაშე თვით აშშ-ს და ნატოს აკანკალებთ?
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას...
გააჩერეთ პროვოკატორი ნებისმიერი საშუალებით!
დააბით!
პირი აუკარით, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომზე და მის შედეგებზე უარესი ტრაგედია დატყდომია საქართველოს!" - წერს დავითაია.