logo_geo
eng_logo
„პოროშენკო უკრაინელი პატრიოტების ორგანოებით ვაჭრობას სააკაშვილს არ აპატიებს!“
- +

27 აპრილი. 2016. 16:20


 

„უკრაინელ ჯარისკაცთა შორის გამოჩნდნენ მოწმეები, რომელთაც მისცეს ჩვენებები, რომ ომის დროს მოკლულ ჯარისკაცებს ტრანსპლანტოლოგთა კონკრეტული ჯგუფი ორგანოებს აცლიდა და ისინი გაურკვეველი მიმართულებით მიჰქონდათ. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ ამ „გაურკვეველი მიმართულების" ბოლო პუნქტი სააკაშვილი და მისი მეუღლე სანდრა რულოვსი იყვნენ", - ამის შესახებ გაზეთი „ალია" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.



ამავე წყაროს ინფორმაციით,  უკრაინის სამხედრო პროკურატურას საკმარისზე მეტი მასალა აქვს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს და ისინი დააპატიმროს.



სტატიაში წერია, რომ აღნიშნულმა ინფორმაციამ გაჟონა, რაც გახდა ზურაბ ადეიშვილის უკრაინიდან გაქცევის მიზეზი.


 

„მას და სააკაშვილს უკრაინის პროკურატურაში სანდო ინფორმატორები ჰყავთ და თუ მათ ან მათი გუნდის წევრს რაიმე დაემუქრათ, სასწრაფოდ ატყობინებენ", - წერია სტატიაში.



წყაროს ინფორმაციითვე, თუ ამ საქმეს გამოიძიებენ, პასუხისგებაში მისცემენ ზურაბ ადეიშვილსაც, რომელიც თავადც იყო ჩართული ვაჭრობის პროცესში და გარკვეულ საკითხებს კურირებდა.  წყაროს ცნობითვე, უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს სააკაშვილმა არაერთხელ სთხოვა, არ დაეწყო უკრაინის სამხედრო პროკურატურას ამ საქმეზე გამოიება, მაგრამ პოროშენკოს კატეგორიული უარი განუცხადებია.


„პოროშენკო არ გაჩერდება და ომში გმირულად დაღუპული უკრაინელი პატრიოტების ორგანოებით ვაჭრობას სააკაშვილს არ აპატიებს", - წერია სტატიაში.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner