საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ნიკა მელია ცდილობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
„სიცრუითა სიმართლისა დამთრგუნველი - ეს არის მთლიანად თქვენი სახელი და ლოზუნგი. რატომ სიცრუითა სიმართლისა დათმრგუნველი? როცა იტყვი, რომ ბოტანიკური ბაღის ნაწილი მიითვისა მავანმა, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა და არ ამბობ იმას, რა გააკეთა და როგორ გადაარჩინა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, როცა არც ერთხელ არაფერი დაუყვედრებია. ახლაც, გაცილებით უკეთესი და მრავალჯერად უკეთესი ტერიტორია გადასცა გაზრდილი უნიკალური ჯიშებით (თბილისის ბოტანიკურ ბაღს), ყველაფრით მოგვარებული. ამაზე რატომ არ ლაპარაკობთ? რატომ ცდილობს მელია მელია, რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება? სიცრუით არის ყველაფერი რაც ითქმება. ყველაზე სასაცილო რაც არის, თურმე ქართველ ხალხს ერთი სული აქვს, როდის მოვა „ნაციონალური მოძრაობა" და იქნებ ის ცოცხები და ბოთლები, რაც ვერ აითვისეს, აითვისონ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.